თავში

Starship-ის პროტოტიპის აფეთქების ვიდეო ინტერნეტში გამოჩნდა - VIDEO

​Starship-ის პროტოტიპის აფეთქების ვიდეო ინტერნეტში გამოჩნდა
Starship-ის პროტოტიპის აფეთქების ვიდეო ინტერნეტში გამოჩნდა - VIDEO

კომპანია SpaceX-ის კოსმოსური ხომალდის პროტოტიპი Starship SN10 ცდების დროს ტეხასის პოლიგონზე წარმატებული დაშვებიდან რამდენიმე წუთში აფეთქდა. ინციდენტი ვიდეოკამერებმა დააფიქსირა.

ხომალდი 10 კმ-ის სიმაღლეზე წარმატებით ავიდა. შემდეგ მან ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გადაინაცვლა. ძრავების ამოქმედების შემდეგ ის ვერტიკალურ პოზიციაში დაბრუნდა და პლატფორმისკენ გაემართა.

მოულოდნელად Starship დახრილ მდგომარეობაში აღმოჩნდა და რამდენიმე წუთში აალდა.

აფეთქების სავარაუდო მიზეზად სარაკეტო საწვავის ზედმეტობა სახელდება. სტარტი დაგეგმილზე გვიან განხორციელდა, რადგან ძრავის მუშაობაში ტექნიკური ხარვეზები დაფიქსირდა.

კომპანია Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ "Starship SN10 უვნებლად დაეშვა" და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში Starship უფრო დაიხვეწება.

SpaceX-მა ხომალდი Starship SN10 მარსსა და მთვარეზე გაფრენის, ასევე პლანეტებზე ტვირთის გადაზიდვის მიზნით შექმნა. მის ბორტზე 100-მდე ადამიანის ყოფნაა შესაძლებელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system