თავში

სტატინებს კიბოსთან ბრძოლა შეუძლიათ

სტატინებს კიბოსთან ბრძოლა შეუძლიათ
სტატინებს კიბოსთან ბრძოლა შეუძლიათ

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ქოლესტერინის შემამცირებელ პრეპარატებს კიბოს საწინააღმდეგო ეფექტი აქვთ.

მეცნიერებმა 2500 პრეპარატი გააანალიზეს და აღნიშნეს, რომ სტატინებს, ძირითად შემთხვევაში კი პიტავასტატინს კიბოს უჯრედების განადგურება ჯანმრთელებზე ზიანის მიყენების გარეშე შეუძლიათ. ამის შესახებ ინფორმაციას "MEDdaily" ავრცელებს.

პიტავასტატინი თითქმის ყველანაირ სიმსივნურ უჯრედს ისე ანადგურებს, რომ ჯანსაღ მდგომარეობაში მყოფს ზიანი არ მიაყენოს. კიბოსთან ბრძოლის პრეპარატები კი, თუ კიბოს ანადგურებენ ჯანსაღ უჯრედებსაც აყენებენ ზიანს. ის წამლები რომელიც სასარგებლო უჯრედებს არ ავნებდა, სიმსივნის სამკურნალოდაც არ გამოდგა. კვლევამ აჩვენა, რომ პიტავასტატინი "GGPP" მოლეკულების სინთეზს ბლოკავს, რომლებიც კიბოს უჯრედების კვების მთავარ წყაროს წარმოადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system