თავში

სტოკჰოლმში COVID-19-ზე სახლში ტესტირება 4 დღით შეჩერდა

სტოკჰოლმში COVID-19-ზე სახლში ტესტირება 4 დღით შეჩერდა
სტოკჰოლმში COVID-19-ზე სახლში ტესტირება 4 დღით შეჩერდა

შვედეთის დედაქალაქში, სისტემის გადატვირთულობის გამო, კორონავირუსზე სახლში ტესტირება 4 დღით შეჩერდა. საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, ტესტის რიგში 16 000 მსურველზე მეტი იმყოფებოდა.

სტოკჰოლმის მოსახლეობა ინტერნეტის საშუალებით ტესტზე გაანცხადს აკეთებდა, რის შემდეგაც, მათთვის ტესტი შინ მიჰქონდათ, ხოლო პასუხებისათვის ნიმუშს სამედიცინო დაწესებულებაში გზავნიდნენ. 

ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, ბოლო დღეების განმავლობაში, სახლის ტესტებზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა, რამაც სისტემის გადატვირთულობა გამოიწვია. სტოკჰოლმში შინა ტესტირება 4 დღეში განახლდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system