თავში

სტოკჰოლმში სალვადორ დალის 10-ზე მეტი ნამუშევარი მოიპარეს

​სტოკჰოლმში სალვადორ დალის 10-ზე მეტი ნამუშევარი მოიპარეს
სტოკჰოლმში სალვადორ დალის 10-ზე მეტი ნამუშევარი მოიპარეს

სტოკჰოლმის ცენტრში მდებარე გალერეიდან ცნობილი მხატვრის, სალვადორ დალის 10-ზე მეტი ბრინჯაოს ქანდაკება მოიპარეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Dagens Nyheter ავრცელებს.

გალერეა Couleur-ის მფლობელის, პედერ ენსტრომის თქმით, დაუდგენელი პირები შენობაში შეიჭრნენ, სადაც გამოფენა მიმდინარეობდა და მხატვრის 10-12 ნამუშევარი მოიპარეს.

"ქანდაკებების ჯამური ღირებულება 3-4 მილიონ კრონს (300-400 ათასი ევრო) შეადგენს", - განაცხადა მან.

ქურდობის ფაქტი დილის 4 საათზე აღმოაჩინეს. მიმდინარეობს გამოძიება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system