თავში

სტოლტენბერგი: NATO-ს მანევრები Defender რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული

​სტოლტენბერგი: NATO-ს მანევრები Defender რუსეთის წინააღმდეგ არ არის მი
სტოლტენბერგი: NATO-ს მანევრები Defender რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული

NATO-ს ფართომასშტაბიანი მანევრები Defender Europe, რომელშიც მონაწილეობას 20 ათასზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცი მიღებს, რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა სააგენტო "AFP-სთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"NATO რუსეთთან კონფრონტაციას არ ეძებს თუმცა აშკარა ფაქტია, რომ რუსეთის ბოლო ქმედებები სტაბილურობასა და უსაფრთხოებას ძირს უთხრის და არაპროგნოზირებადობას აძლიერებს", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

წვრთნებში Defender Europe 2020, რომელსაც აშშ უხელმძღვანელებს, 18 ქვეყნიდან 37 ათასი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. ისინი მაისსა და ივნისში გერმანიის, პოლონეთის და ბალტიის ქვეყნების ტერიტორიაზე ჩატარდება.

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ აშშ-ს მანევრებში მონაწილეობის მისაღებად 20 ათას ჯარისკაცს აგზავნის იმაზე მეტყველებს, რომ ამერიკა NATO-თი დაინტერესებულია.

"მომავალი წვრთნები აჩვენებს NATO-ს უნარს, საჭიროების შემთხვევაში NATO-ს სხვა მოკავშირეების დასაცავად აშშ-დან ევროპაში ჯარების მსხვილი კონტინგენტი გადაისროლოს", - განაცხადა სტოლტენბერგმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system