
გრანდ-ესტის რეგიონში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა.
პრეფექტურის ინფორმაციით, მატარებელში, რომელიც ლიანდაგებიდან გადავიდა, 348 მგზავრი იმყოფებოდა.
ადგილზე 92 მეხანძრე მუშაობს.
12:14
ელმავალი და რამდენიმე ვაგონი, რომელიც სტრასბურგიდან პარიზში მიემართებოდა, დღეს დილით ლიანდაგებიდან გადავიდა. ამის შესახებ რადიოსადგური Europe1 იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია სულ მცირე 10 ადამიანი, მათ შორის მემანქანე.