თავში

სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია იწყება

​სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია იწყებ
სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია იწყება

დღეს სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია იწყება. მასში მონაწილეობას უკრაინის დელეგაციაც მიიღებს. უკრაინა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში 2019 წლის 25 ივნისიდან არ მონაწილეობდა, როდესაც ასამბლეაში რუსეთის დელეგაცია დაბრუნდა. უკრაინის პოზიციას მაშინ პოლონეთმა, ლიეტუვამ და საქართველომ დაუჭირეს მხარი.

სესიის დღის წესრიგის მიხედვით, დღეს პარლამენტარები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახალ პრეზიდენტს ირჩევენ. მთავარი პრეტენდენტი ბელგიელი სენატორი, "ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი - ევროპისთვის" პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი გოდ ადამსია.

სესიის მუშაობის დროს ასამბლეას სიტყვით საქართველოს და მოლდოვის პრეზიდენტები მიმართავენ.

განსახილველ საკითხებს შორის პოლონეთში დემოკრატიული არჩევნების ფუნქციონირებაა. ასევე შესაძლოა, პარლამენტარებმა ლიბიასა და ახლო აღმოსავლეთში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით დებატები გამართონ, თურქეთში ადამიანის უფლებების დარღვევები და კანონის უზენაესობა, ასევე Brexit-ის შედეგები განიხილონ.

დელეგატები ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე, აღმსარებლობის თავისუფლების დაცვაზე, ასევე მიგრანტების პრობლემებზე ისაუბრებენ.

იგეგმება, რომ ასამბლეა ბელარუსში საარჩევნო სისტემის სტანდარტების შესახებ ანგარიშს მიიღებს.

გარდა ამისა მოსალოდნელია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კულუარებში რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას, ასევე მოსკოვში პოლიტპატიმრების საკითხზე ისაუბრებენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system