თავში

სტრასბურგში საპარლამენტო ასამბლეის სესია იხსნება

​სტრასბურგში საპარლამენტო ასამბლეის სესია იხსნება
სტრასბურგში საპარლამენტო ასამბლეის სესია იხსნება

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საგაზაფხულო სესია სტრასბურგში დღეს შემჭიდროვებულ ფორმატში გაიმართება. კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო სესიაზე პარლამენტართა მხოლოდ მცირე შემადგენლობა იქნება წარმოდგენილი.

დღეს პარლამენტართა შეკითხვებს მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ უპასუხებს. მას ასევე დაგეგმილი აქვს შეხვედრები ევროსაბჭოს თავმჯდომარესთან ჰენდრიკ დამსთან და გენერალურ მდივანთან მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩთან.

სამშაბათს ვიდეოკონფერენციაში გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მიიღებს მონაწილეობას. საღამოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩის სიტყვით გამოსვლა იგეგმება. ოთხშაბათს პარლამენტარებს სიტყვით ევროპარლამენტის თავმჯდომარე დევიდ სასოლი მიმართვას. ხუთშაბათს გერმანიის მინისტრი ევროპის საკითხებში მიხაელ როთი დეპუტატებს ევროსაბჭოს მინისტრების კომიტეტის მიმართვას გააცნობს. ევროსაბჭოს კომისარი ადამიანის უფლებების საკითხებში დუნია მიატოვიჩი 2020 წლის 21 აპრილს ანგარიშს წარადგენს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system