თავში

სტრიმერი Twitch-ზე შეყვარებულის ცემისთვის სამუდამოდ დაიბლოკა

სტრიმერი Twitch-ზე შეყვარებულის ცემისთვის სამუდამოდ დაიბლოკა
სტრიმერი Twitch-ზე შეყვარებულის ცემისთვის სამუდამოდ დაიბლოკა

სტრიმერი მეტსახელად SmashGodxXx სამუდამოდ დაიბლოკა Twitch-ზე, რადგან არსებობს ეჭვი, რომ მან პირდაპირ ეთერში თავის შეყვარებულს სცემა.

მაუწყებლობის დროს, სტრიმერს შეყვარებული გვერდით მიუჯდა. რაღაც მომენტში, SmashGodxXx-მა მას სთხოვა ოთახი დაეტოვებინა, რათა მას შეყვარებულის გარეშე ესაუბრა, თუმცა გოგონამ თხოვნა არ გაითვალისწინა. ამის შემდეგ მამაკაცმა გოგონას ლუდის მოტანა მოსთხოვა, თუმცა მან უპასუხა, რომ ის მისი მოახლე არ იყო. ამ ფრაზის შემდეგ მან კამერა გვერდზე გადადო, ხოლო მაყურებელმა ხმამაღალი დარტყმის ხმა მოისმინა.

SmashGodxXx-ის ქცევა უარყოფითად მიიღეს გამომწერებმა. სტრიმერმა თავის მართლება სცადა, რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ის უდანაშაულო იყო. გოგონამ მასთან ერთად ჯდომა განაგრძო, მაგრამ ვიდეოში ჩანდა, რომ მას თვალები ცრემლიანი ჰქონდა. მომხმარებლების თქმით, მათ ასევე ქალის კივილის ხმა გაიგეს, შემდეგ კი მაუწყებლობა შეწყდა. მაყურებლის მრავალი საჩივრის შემდეგ Twitch- მა SmashGodxXx-ის არხი სამუდამოდ დაბლოკა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system