თავში

სტუდენტები ტრანსგენდერი კლასელის სუიციდს აპროტესტებენ

სტუდენტები ტრანსგენდერი კლასელის სუიციდს აპროტესტებენ
სტუდენტები ტრანსგენდერი კლასელის სუიციდს აპროტესტებენ

საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში დაახლოებით 100 თინეიჯერი შეიკრიბა იმისათვის, რომ პატივი მიეგო ტრანსგენდერი სტუდენტისთვის, რომელმაც ამ კვირაში სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. მას სკოლის ადმინისტრაციასთან  მისი გენდერული იდენტობის გამო პრობლემები შეექმნა. 

სტუდენტებმა ფენელონის უმაღლესი სკოლის წინ მდუმარე აქცია დაიწყეს. ისინი ამ ფორმით აპროტესტებენ მათი კლასელის თვითმკვლელობას, რომელიც მათი თქმით, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას განიცდიდა სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან. ამასთან, როგორც გარდაცვლილის მეგობარი ყვება, ის წარმოშობით ჩრდილო აფრიკიდან იყო და მისი ფსიქოლოგიური ფონი ორმაგი დისკრიმინაციის ფონზე დამძიმდა.

გარდაცვლილის თანაკლასელების თქმით, 17 წლის ფაუდმა საზოგადოებაში მისი იდენტობის გამჟღავნების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ისინი ასევე საუბრობენ ვიდეოზე, სადაც ფაუდი სკოლის წარმომადგენელთან კამათობს მისი ჩაცმულობის გამო. ის სკოლაში იმ დღეს კაბით მივიდა.

სტუდენტები ასევე აპროტესტებენ სკოლის განცხადებას, რომელში ფაუდის გარდაცვალების შემდეგ ის მამაკაცად მოიხსენიეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system