თავში

სტუდენტებმა კორონავირუსი შემოსავლის წყაროდ აქციეს

სტუდენტებმა კორონავირუსი შემოსავლის წყაროდ აქციეს
სტუდენტებმა კორონავირუსი შემოსავლის წყაროდ აქციეს

აშშ-ში უნივერსიტეტების ხელმძღვანელობა ამოწმებს გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ სტუდენტებმა კორონავირუსი შემოსავლის წყაროდ აქციეს და ვირუსით სპეციალურად ინფიცირდებოდნენ. ინფორმაციას უნივერსიტეტი ავრცელებს. 

აიდაჰოს შტატის ქალაქ რექსბერგში, ბრიგჰემ იანგის სახელობის კერძო ამერიკული რელიგიური უნივერსიტეტის სტუდენტები ცდილობდნენ კორონავირუსით დაავადებულიყვნენ და ინფექცია სხვებისთვისაც გადაედოთ, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ ანტისხეულებიანი პლაზმის ჩაბარებით ფული ეშოვათ. პლაზმის თითო პორციაში ისინი საშუალოდ 100 დან 200 დოლარამდე იღებდნენ. სისიხლის ჩაბარების 2 პუნქტი იქვე იყო უნივერსიტეტთან ახლოს, სადაც მოხალისეებს სისხლის გაცემა რამდენჯერმე შეეძლოთ.

უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ფაქტთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა. სასწავლებლის ადმინისტრაცია სტუდენტებს გარიცხვით ემუქრება.

სტატისტიკური მონაცემებით რექსბერგში კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია აშშ-ში. ქალაქში, სადაც 100 000 ადამიანი ცხოვრობს, ვირუსის გავრცელების 1226 ემთხვევა ფიქსირდება. ვითარების გაუარესების შემთხვევაში უმაღლესი სასწავლებლები ონლაინ სწავლებაზე გადასვლას გეგმავენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system