თავში

სტუდია Morgan Creek "ეგზორცისტის" ახალ ეკრანიზაციას გადაიღებს

​სტუდია Morgan Creek "ეგზორცისტის" ახალ ეკრანიზაციას გადაიღებს
სტუდია Morgan Creek ეგზორცისტის ახალ ეკრანიზაციას გადაიღებს

კინოსტუდია Morgan Creek Entertainmen ცნობილი ფილმის, "ეგზორცისტის" ახალ ეკრანიზაციას გადაიღებს. გამოცემა IGN წერს, რომ პროექტი პრიორიტეტულია, ამიტომ მაყურებელს მისი ნახვის შანსი უკვე 2021 წელს ექნება.

1973 წელს გადაღებული ფილმის სიუჟეტის მიხედვით ცნობილი მსახიობის ოჯახში უბედურება დაისადგურებს – მისი არასრულწლოვანი ქალიშვილი არაადეკვატურად დაიწყებს მოქცევას. ექიმები ფსიქიკურ დაავადებას ეჭვობენ და დიაგნოზს ვერ უსვამენ. სპეციალურად მოწვეული მღვდელი კი ფიქრობს, რომ გოგონა ეშმაკითაა შეპყრობილი. თუმცა, თანამედროვე ათეისტურ სამყაროში უკვე არავის სჯერა, რომ ადამიანში შეიძლება ბოროტი სული ჩასახლდეს. ასე თუ ისე, აზიიდან, ვატიკანი ბოლო ცოცხლად დარჩენილ ეგზორცისტს გამოიძახებს, რომელსაც ჰქვია მერინი, მან არ იცის, რომ სიკვდილთან შესახვედრად ჩამოდის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system