თავში

სუამი განცხადებას ავრცელებს

​სუამი განცხადებას ავრცელებს
სუამი განცხადებას ავრცელებს

დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაცია (სუამი) ბარდის დაბომბვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

"კიდევ ერთხელ უმკაცრესად ვგმობთ  27 და 28 ოქტომბერს სომხეთის შეიარაღებული სამხედრო ძალების მიერ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქების - ბარდას, ტერტერისა და სხვა ქალაქების სამოქალაქო ობიექტებზე განხორციელებულ შეტევას, რომლების სამხედრო მოქმედებების ზონიდან მოშორებით მდებარეობს, რამაც მშვიდობიან მოსახლეობაში, ბავშვების, ქალებისა და მოხუცების ჩათვლით, დიდი რაოდენობით მსხვერპლი გამოიწვია. დააზიანა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

უღრმეს მწუხარებასა და თანადგომას გამოვთქვამთ დაღუპულთა ოჯახებისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოსახლეობის მიმართ და დაშავებულებს მალე და სრულად გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.

სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ბალისტიკური რაკეტების, კასეტური ბომბებისა და სხვა იარაღის სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ დაუფიქრებელი გამოყენება, რაც საერთაშორისო სამართლით აკრძალულია.

უმკაცრესად ვგმობთ რა სომხეთის სამხედრო შეიარაღებული ძალების დანაშაულებრივ ქმედებებს, სომხეთის მოქმედი ლიდერების მიერ აზერბაიჯანის რესპუბლიკის წინააღმდეგ შემდგომი სამხედრო დანაშაულების აღკვეთის მიზნით, საერთაშორისო თანამეგობრობას ეფექტური ზომების მიღებისკენ მოვუწოდებთ",- ნათქვამია სუამი-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system