თავში

სუდანში დევნილების ბანაკზე თავდასხმას 83 ადამიანი ემსხვერპლა

​სუდანში დევნილების ბანაკზე თავდასხმას 83 ადამიანი ემსხვერპლა
სუდანში დევნილების ბანაკზე თავდასხმას 83 ადამიანი ემსხვერპლა

სუდანში, დარფურის რეგიონში დევნილების ბანაკზე თავდასხმას 83 ადამიანი ემსხვერპლა, 160 დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ RFI ავრცელებს.

კონფლიქტი არაბული რიზეინგატის ტომის წარმომადგენლის მკვლელობა გახდა. ის მასალიტების ტომის წარმომადგენელმა დევნილთა ბანაკში დანით მოკლა. ეჭვმიტანილი დააკავეს, მაგრამ მისმა ნათესავებმა შურისძიება გადაწყვიტეს და მთელ ბანაკს დაესხნენ თავს.

დარფურის გუბერნატორი ტომების უხუცესებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს. ამასთან, ძალადობის პრევენციის მიზნით, ძალოვან სტრუქტურებს ძალის გამოყენების ნება დართეს.

დარფურში მომხდარის გამო სუდანის პრემიერმა საგანგებო თათბირი გამართა. ადგილზე გამოძიების ჩატარების მიზნით ელოდებიან დელეგაციას, რომელსაც ქვეყნის გენერალური პროკურორი ხელმძღვანელობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system