თავში

სუდანში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა მოხდა

​სუდანში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა მოხდა
სუდანში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა მოხდა

სუდანში სახელმწიფო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი Al Arabiya ავრცელებს.

მისი წყაროების თანახმად, გადატრიალება ვერ შედგა, "არმია და რეგულარული ჯარები სიტუაციას აკონტროლებს".

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხარტუმის ქუჩებში ტანკები გამოჩნდა. სამხედროებმა მდინარე ნილოსის ყველა ხიდი დროებით გადაკეტეს.

შეიარაღებული ძალების სარდლობამ და ქვეყნის მმართველმა სუვერენულმა საბჭომ სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში ხალხს მოუწოდა , "ქვეყნის დასაცავად დადგეს და გარდამავალი პერიოდი დაიცვას". იმავდროულად, აღინიშნება, რომ მთავრობა და საბჭოს წევრები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.

Al Arabiya–ს წინასწარი ინფორმაციით, გადატრიალების მცდელობის უკან ექსპრეზიდენტ ომარ ალ-ბაშირის რეჟიმის ფუნქციონერთა ჯგუფი და მხარდამჭერები დგანან. პუტჩისტებმა რადიოსადგურის შენობის დაკავება სცადეს, თუმცა ეს ვერ მოახერხეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system