თავში

სუდანში სამხედრო რეჟიმმა 63-ადამიანი მოკლა

სუდანში სამხედრო რეჟიმმა 63-ადამიანი მოკლა
სუდანში სამხედრო რეჟიმმა 63-ადამიანი მოკლა

სუდანში სამხედრო გადატრიალების შემდეგ უსაფრთხოების ძალებმა 63 მშვიდობიანი მომიტინგე მოკლეს. ინფორმაციას Anadolu ავრცელებს.

სუდანის სამედიცინო კომიტეტის უფლებადამცველების განცხადებით, გარდაიცვალა 16 წლის მოზარდი, რომელიც წინა დღეს თავის არეში მძიმედ დაიჭრა.

ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

სუდანში, 25 ოქტომბრის დილით, ჯარისკაცებმა პრემიერ-მინისტრი აბდულა ჰამდუკი და რამდენიმე სხვა პოლიტიკოსი დააკავეს. ცოტა ხნის წინ ჰამდუკი გაათავისუფლეს.

არმიის გენერალმა აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და სუვერენული საბჭოსა და მთავრობის დაშლა გამოაცხადა. მან დასძინა, რომ სუდანში მოსახლეობის ყველა სეგმენტის მონაწილეობით ტექნოკრატიული მთავრობა შეიქმნება.

2022 წლის 3 იანვარს სუდანის პრემიერ-მინისტრმა აბდალა ჰამდუკმა თანამდებობა დატოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system