თავში

სუდანში საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

​სუდანში საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
სუდანში საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

სუდანში ჟურნალისტების დაკავების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე 7 ადამიანი, მათ შორის 13 წლის გოგონა დაიღუპა. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

სუდანის სამედიცინო ასოციაციის განცხადებით, 13 წლის ცეცხლსასროლი იარაღით მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

დაშავებულთა რიცხვმა 200-ს გადააჭარბა. აქედან 100-ზე მეტს ცეცხლსასროლი ჭრილობა აქვს. სულ მცირე, 11 ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ჯამში 25 ოქტომბრიდან, როდესაც სუდანში სამხედრო გადატრიალება მოხდა, საპროტესტო აქციების შედეგად 22 ადამიანი გარდაიცვალა.

თვითმხილველების თქმით, უსაფრთხოების ძალებმა აქციებზე ცრემლსადენი გაზი და სამხედრო იარაღი გამოიყენეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system