თავში

სუდანში შეტაკების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა

​სუდანში შეტაკების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა
სუდანში შეტაკების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა

სუდანში სახელმწიფო გადატრიალების წინააღმდეგ საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამხედროებს შორის შორის ოთხდღიანი შეტაკების შედეგად, სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

მისი ცნობით, ათასობით ადამიანი ქუჩებში გენერალ აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანის ხელმძღვანელობით დაკავების წინააღმდეგ გამოვიდა. თვითმხილველების თქმით, დემონსტრანტებს სამხედრო და რეზინის ტყვიებს ესროდნენ.

ცნობისთვის, სუდანში სამხედროებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და რიგი სხვა მაღალჩინოსნები დააკავეს. არმიამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ხელისუფლება ხელში ჩაიგდო.

მას შემდეგ ხარტუმი საპროტესტო აქციებმა მოიცვა, რომელთა მთავარი მოთხოვნა სამოქალაქო ძალაუფლების დაბრუნებაა.

რამდენიმე დღის წინ სუდანის პრემიერ-მინისტრი, აბდულა ჰამდოკი, რომელიც სამხედრო გადატრიალების დროს დააკავეს, გაათავისუფლეს. ის და მისი მეუღლე ხარტუმის რეზიდენციაში დაბრუნდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system