თავში

სუეცის არხში გაჭედილი ხომალდი ადგილიდან პირველად დაიძრა

სუეცის არხში გაჭედილი ხომალდი ადგილიდან პირველად დაიძრა
სუეცის არხში გაჭედილი ხომალდი ადგილიდან პირველად დაიძრა

სუეცის არხში გაჭედილი გიგანტური კონტეინერმზიდის Ever Green ადგილიდან პირველად, მცირედით დაიძრა.  ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა The Jerusalem Post სავაჭრო მარშრუტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, გემმა ადგილმდებარეობა მცირედით მას შემდეგ შეიცვალა, რაც ხომალდის ქვემოდან 20 ათას ტონაზე მეტი ნიადაგი ამოიღეს.

ხომალდი იაპონურ კომპანიას Shoei Kisen-ს ეკუთვნის და მას ტაივანური კომპანია Evergreen Marine Corporation მართავს.

პანამის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი Ever Green, რომელიც ჩინეთიდან ნიდერლანდებში მიემართებოდა, სუეცის არხში 24 მარტს გაიჭედა. სუეცის არხი უმნიშვნელოვანესი მსოფლიო სავაჭრო-საზღვაო მაგისტრალია, რომელიც ევროპას აზიასთან უმოკლესი გზით აკავშირებს. სინაის ნახევარკუნძულის დასავლეთით მდებარე არხის სიგრძე 163 კილომეტრია, სიგანე - 350 მეტრი, სიღრმე კი - 45-60 მეტრი. ყოველწლიურად არხს ათასობით გემი კვეთს. 2018 წელს არხმა 18 000 გემი გაატარა. ეგვიპტის ხელისუფლებამ არხის ყელის გაფართოება 2015 წელს დაასრულა, რის შემდეგაც სატრანზიტო მონაკვეთზე ორმხრივად მოძრაობა გახდა შესაძლებელი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system