თავში

სუეცის არხში გაფართოების სამუშაოები დაიწყო

სუეცის არხში გაფართოების სამუშაოები დაიწყო
სუეცის არხში გაფართოების სამუშაოები დაიწყო

სუეცის არხის ადმინისტრაციის განცხადებით, გაფართოებისა და გაღრმავების სამუშაოები უკვე დაიწყო. ადმინისტრაციის მიზანს წარმოადგენს, რომ სუეცის არხი სრულად ორმხრივი გახდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, არხის გამაფართოებელი სამუშაოები რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. 

სუეცის არხის ადმინისტრაციის განცხადებით, არხის დუბლირების შემდეგ, მისი გადატვირთულობა და გემების გავლის დრო შემცირდება.

ეგვიპტის პრეზიდენტის - აბდულ ფატაჰ ალ-სისის განცხადებით, პროექტი მაქსიმუმ 24 თვეში უნდა დასრულდეს. გეგმის თანახმად, არხის სიგანე 40 მეტრით გაფართოვდება, ხოლო სიღრმე 22 მეტრამდე ჩაიწევს.

სუეცის არხი განსაკუთრებულ როლს თამაშობს ნავთობის ტრანსპორტირების საქმეში. არხის ფუნქციონირების თუნდაც დროებით შეფერხება სერიოზულ რეზონანსს გამოიწვევს და ის, შესაძლოა, ენერგომატარებლების ფასზეც აისახოს. ხომალდი კონტეინერების გადამზიდავ კომპანია Evergreen Line-ს ეკუთვნის. ის 2018 წელს აშენდა. მისი სიგრძე 400 მეტრი, სიგანე კი 59 მეტრია.

სუეცის არხი უმნიშვნელოვანესი მსოფლიო სავაჭრო-საზღვაო მაგისტრალია, რომელიც ევროპას აზიასთან უმოკლესი გზით აკავშირებს. სინაის ნახევარკუნძულის დასავლეთით მდებარე არხის სიგრძე 163 კილომეტრია, სიგანე - 350 მეტრი, სიღრმე კი - 45-60 მეტრი. ყოველწლიურად არხს ათასობით გემი კვეთს. 2018 წელს არხმა 18 000 გემი გაატარა. ეგვიპტის ხელისუფლებამ არხის ყელის გაფართოება 2015 წელს დაასრულა, რის შემდეგაც სატრანზიტო მონაკვეთზე ორმხრივად მოძრაობა გახდა შესაძლებელი. 

პანამის დროშის ქვეშ მცურავი გიგანტური ტანკერი Ever Green, რომელიც ჩინეთიდან ნიდერლანდებში მიემართებოდა, სუეცის არხში 23 მარტს გაიჭედა. ის 20 ტონაზე მეტი ტვირთით იყო დატვირთული. ინციდენტმა არხში გემების უზარმაზარი საცობი და დიდი ეკონომიკური ზარალი გამოიწვია. Ever Green ერთ-ერთი ყველაზე დიდი გემია ამ კლასის ხომალდებს შორის. მისი სიგრძე 400, ხოლო სიგანე - 59 მეტრია. კონტეინერმზიდის მეჩეჩიდან მოხსნისა და სუეცის არხის გათავისუფლების რამდენიმედღიანი ოპერაცია 29 მარტს დასრულდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system