თავში

სუეცის არხში გემების გადაადგილება სრულად აღდგა

სუეცის არხში გემების გადაადგილება სრულად აღდგა
სუეცის არხში გემების გადაადგილება სრულად აღდგა

სუეცის არხის მიდამოებში ერთი კვირის განმავლობაში გაჩერებული ყველა გემი დაიძრა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

სუეცის არხის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოსამა რაბიამ განაცხადა, რომ ამ დროისათვის არხი უკვე 422-ვე გემმა გაიარა.

შეგახსენებთ, პანამის დროშის ქვეშ მცურავი გიგანტური ტანკერი Ever Green, რომელიც ჩინეთიდან ნიდერლანდებში მიემართებოდა, სუეცის არხში 23 მარტს გაიჭედა. 20 ტონაზე მეტი ტვირთით დატვირთული კონტეინერმზიდი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გემია ამ კლასის ხომალდებს შორის. მისი სიგრძე 400, ხოლო სიგანე - 59 მეტრია.

რამდენიმედღიანი ოპერაციის შემდეგ, 29 მარტს გემის მეჩეჩიდან მოხსნა და სუეცის არხის გათავისუფლება შეძლეს. არხში მოძრაობა ამ დროისთვის აღდგენილია. ტანკერი ტექნიკური დათვალიერებისთვის ჩრდილოეთის მიმართულებით მიემგზავრება. სუეცის არხის ადმინისტრაციის განცხადებით, კონტეინერის გაჭედვა და არხის ბლოკირება შემთხვევითობა იყო და შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ირიბად გემის კაპიტანს დააკისრა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system