თავში

სულეიმანის გარდაცვალების შემდეგ ისრაელმა ჰერმონის მთაზე მისასვლელი ჩაკეტა

​სულეიმანის გარდაცვალების შემდეგ ისრაელმა ჰერმონის მთაზე მისასვლ
სულეიმანის გარდაცვალების შემდეგ ისრაელმა ჰერმონის მთაზე მისასვლელი ჩაკეტა

ისრაელის ხელისუფლებამ სირიასთან არსებულ საზღვარზე ჰერმონის მთაზე მისასვლელი უსაფრთხოების მიზნით ჩაკეტა. ამის შესახებ ისრაელის არმიის პრესსამსახურში განაცხადეს.

მანამდე ისრაელის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ქასემ სულეიმანის მკვლელობის შემდეგ უწყებაში საგანგებო თათბირი გაიმართა.

"შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ჰერმონის მთის ვიზიტორებისთვის დახურვა გადაწყდა. გოლანის მაღლობებზე მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის სხვა დამატებითი ზომები მიღებული არ იქნება", - განაცხადეს უწყების პრესსსამსახურში. 

ისრაელის არმიის რადიოს ინფორმაციით, ქვეყნის სამხედრო ძალები საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. მედიის ინფორმაციით, მზადყოფნა ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების, „ჰეზბოლას“, „ჰამასის“ და ღაზაში „ისლამური ჯიჰადის“ შესაძლო თავდასხმების გამო გამოცხადდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, საგარეო საქმეთა სამინიტრომ გაფრთხილება გასცა ისრაელის საელჩოებსა და მისიებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით უსაფრთხოების ზომები გაძლიერდეს.

აშშ-ის თავდაცვის უწყებამ სამხედრო ოპერაციის შედეგად ქასემ სულეიმანი მოკლა. გენერალი სულეიმანი ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანიშნულების რაზმ „ალ-ქუდსის“ ხელმძღვანელი იყო, რომელიც აშშ-მა ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. სარაკეტო დარტყმა ერაყში, ბაღდადის აეროპორტის მახლობლად მოხდა. ინფორმაცია პენტაგონში დაადასტურეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system