თავში

Suzuki ინდოეთში 3 ქარხანას კეტავს, რათა მათი ჟანგბადის მარაგი ინფიცირებულ პაციენტებს მოხმარდეს

Suzuki ინდოეთში 3 ქარხანას კეტავს, რათა მათი
Suzuki ინდოეთში 3 ქარხანას კეტავს, რათა მათი ჟანგბადის მარაგი ინფიცირებულ პაციენტებს მოხმარდეს

ინდოეთში, პანდემიის გამო შექმნილი მძიმე ვითარების გამო, კომპანია Suzuki-მ მიიღო გადაწყვეტილება სამი ქარხნის მუშაობის შეჩერების შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ Kyodo ავრცელებს. 

ინდოეთში, დაინფიცირებული ადამიანებისთვის ჟანგბადის მარაგი არასაკმარისია. ამიტომ, ავტომწარმოებელი ჟანგბადის რესურსებს, რომელსაც ის მანქანათმშენებლობისთვის იყენებს, კორონავირუსით მძიმედ დაავადებულ ადამიანებს მოახმარს. 

"ჟანგბადი ადამიანების გადასარჩენად უნდა გამოვიყენოთ", - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად სამი ქარხნის დაკეტვისა, ავტომწარმოებელი საკუთარი გეგმის შემცირებას არ აპირებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system