თავში

სვეტლანა ციხანოვსკაიამ სახაროვის პრემია მიიღო

​სვეტლანა ციხანოვსკაიამ სახაროვის პრემია მიიღო
სვეტლანა ციხანოვსკაიამ სახაროვის პრემია მიიღო

ევროპარლამენტმა დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის დარგში ანდრეი სახაროვის პრემიით ბელარუსის ოპოზიცია დააჯილდოვა. პრემია ოპოზიციის ლიდერს სვეტლანა ციხანოვსკაიას გადაეცა.  ინფორმაციას BBC ავრცელებს. ევროპარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა განაცხადა, რომ ეს ჯილდო ეკუთვნის მთელ ბელარუს ხალხს, ვინც აგვისტოს შემდეგ აგრძელებს დემოკრატიისთვის პრინციპულ ბრძოლას და მშვიდობიანად აპროტესტებს ძალადობს.

ციხანოვსკაიასთან ერთად პრემია გაიყვეს მისმა მეუღლემ, ლუკაშენკოს რეჟიმის პატიმარმა ბლოგერმა სერგეი ციხანოვსკიმ, ლიტერატურაში ნობელის პრემიის ლაურეატმა სვეტლანა ალექსიევიჩმა, აქტივისტებმა მარია კოლესნიკოვამ, ვერონიკა ცეპკალომ და ოლგა კოვალკოვამ, ადამიანის უფლებათა ცენტრის თავმჯდომარემ ალეს ბელიაცკიმ, მინსკის ტრაქტორის ქარხნის საგაფიცვო კომიტეტის წევრმა სერგეი დილევსკიმ, 2010 წელს ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატმა ნიკოლაი სტატკევიჩმა და Telegram-არხის Nexta-ს დამფუძნებელმა სტეპან პუტილომ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system