თავში

თაღლით მკითხავ-ეგზორცისტს 3,6 მილიონის ქონება ჩამოართვეს

​თაღლით მკითხავ-ეგზორცისტს 3,6 მილიონის ქონება ჩამოართვეს
თაღლით მკითხავ-ეგზორცისტს 3,6 მილიონის ქონება ჩამოართვეს

იტალიის პროვინცია ლოდიში სამართალდამცავებმა თაღლითების ჯგუფი გამოავლინეს, რომლებიც ასაკოვან ადამიანებს მოტყუების გზით ფულს სძალავდნენ.

თვითგამოცხადებული მაგი ასაკოვანი ადამიანებისთვის მგრძნობიარე თემებით მანიპულირებდა. ის მათ ფულის სანაცვლოდ ჯადოს მოხსნას, მიცვალებულების სულებთან კონტაქტსა და ეგზორციზმის (ბოროტი სულის, დემონების განდევნა) რიტუალებს ჰპირდებოდა.

ეგრეთ წოდებული ჯადოქარი ოჯახის ორ წევრთან ერთად მოქმედებდა. მათ ბრალად ედებათ თაღლითობა დამამძიმებელ გარემოებაში, ფულის გათეთრება და არაკანონიერი გზით ნაშოვნი ფულის რეინვესტირება. სამართალდამცავებმა თაღლითების ჯგუფის ქონების კონფისკაცია მოახდინეს, რომლის ღირებულება 3,6 მილიონი ევრო იყო.

თაღლითმა მკითხავმა პოპულარობა სოციალურ ქსელებში მოიპოვა. იგი ასევე ტელევიზიითაც ხშირად ჩნდებოდა, რამას ის ქალაქ კასტელჯერუნდოს საკულტო ფიგურად აქცია. ამას ხელი შეუწყო მისმა ვითომდა ფილანტროპულმა და საქველმოქმედო საქმიანობამაც. თვითგამოცხადებულმა მაგმა ქალაქის მერიას მაქანა აჩუქა.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system