თავში

ტაილანდის პრემიერი ქვეყნის დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობას აუქმებს

​ტაილანდის პრემიერი ქვეყნის დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობას აუქმებს
ტაილანდის პრემიერი ქვეყნის დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობას აუქმებს

ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა, პრაიუთ ჩან-ოჩამ დედაქალაქ ბანგკოკში საგანგებო მდგომარეობა გააუქმა, რომელის რამდენიმე დღის წინ ამოქმედდა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრმა სატელევიზიო მიმართვა გაავრცელა. მისი თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვის მიზნით პირველ ნაბიჯს დგამს და საგანგებო მდგომარეობას აუქმებს, თუმცა იმ პირობით, რომ დემონსტრანტებმა ძალადობის ინციდენტები უნდა შეწყვიტონ.

ამასთან, გუშინ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პრაიუთ ჩან-ოჩას გადადგომისთვის 3-დღიანი ვადა მისცეს და დემონსტრაციები დროებით შეწყვიტეს.

ტაილანდში საპროტესტო აქციები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის გადადგომასა და რეფორმების გატარებას მოითხოვენ.

ასევე აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში მონარქიის წარმომადგენლებს კანონი იცავთ. მათი შეურაცხყოფისა და კრიტიკის გამო დაწესებული სასჯელი 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system