თავში

ტაილანდის სასამართლოდან გაქცეულმა ამერიკელმა თვითმკვლელობა სცადა

ტაილანდის სასამართლოდან გაქცეულმა ამერიკელმა თვითმკვლელობა სცადა
ტაილანდის სასამართლოდან გაქცეულმა ამერიკელმა თვითმკვლელობა სცადა

ამერიკელი მამაკაცი ტაილანდში, კომაში მას შემდეგ იმყოფება, რაც სასამართლოდან გაიქცა, პოლიციას ხელიდან დაუსხლტა და შემდეგ, როდესაც სამართალდამცავები მას და მის შეყვარებულს მიუახლოვდნენ, იარაღით საკუთარი თავი, თავის არეში დაჭრა.

39 წლის ბარტ ალენ ჰელმუსი კენტუკიდან და მისი ტაილანდელი შეყვარებული სირინაპა ვისტერიტი ქალაქ ფატაიაში სასამართლო პროცესზე იმყოფებოდნენ. მათ 1 კილოგრამი მეტამფეტამინის რეალიზაციასა და იარაღის უკანონოდ შენახვაში ადანაშაულებდნენ. ტაილანდში მძიმე ნარკოტიკებს, მაგალითად, ჰეროინის და მეტამფეტამინის გაყიდვასა და მოხმარებაში ბრალდებულს, შეიძლება სამუდამო პატიმრობა ან სიკვდილი მიესაჯოს. 

წყვილმა სასამართლოს დარბაზიდან გაქცევა დანისა და დარბაზში მყოფი მესამე პირის დახმარებით დაგეგმა. ტაილანდის პოლიციის გენერალური კომისარის, ჩაკტიპ ჩაიჯინდას განცხადებით, გაქცევის დროს, სავარაუდოდ, ჰელმუსმა სასამართლოს თანამშრომელი დაჭრა, რომლის მდგომარეობაც მძიმეა. წყვილი და მათი დამხმარე, 40 წლის ტაილანდელი ტონა ნინთეტი გაქცევას 200 კილომეტრის მოშორებით მდებარე მეზობელ კამბოჯაში გეგმავდნენ და სასამართლოდან გამოსვლისას, ერთ-ერთ მიმავალ მანქანას შეახტნენ. გაქცევის შემდეგ, სასამართლომ წყვილისა და ნინთეტის ძებნა დაიწყო.

სამი დღის შემდეგ, პოლიციამ ნინთეტი კამბოჯის საზღვართან მდებარე სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციაში დაიჭირა, ხოლო წყვილი მათ იმავე დღეს, იმავე პროვინციის სოფელში იპოვეს. სამართალდამცავების დანახვისას, ჰელმუსმა იარაღი ამოიღო და თვითმკვლელობა სცადა. 

პოლიციამ დაადასტურა, რომ ჰელმუსი საა კაოს საავადმყოფოში კომაში იმყოფება, ხოლო მისი შეყვარებული, ვისტერიტი მკურნალობის კურსს გადის. 

ჩაიჯინდას თქმით, სამ ეჭვმიტანილს, სასამართლოდან გაქცევის შემდეგ, ტრიოს გაქცევას ნინეტის ოჯახის ათმა წევრმა და მეგობრებმაც შეუწყეს ხელი. ათივე ადამიანი დაკავებულია და დღეს ისინი სასამართლოს წინაშე წარსდგებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system