თავში

ტაილანდის ზოოპარკი ჯუჯა ბეჰემოთისთვის სახელს ეძებს

​ტაილანდის ზოოპარკი ჯუჯა ბეჰემოთისთვის სახელს ეძებს
ტაილანდის ზოოპარკი ჯუჯა ბეჰემოთისთვის სახელს ეძებს

ტაილანდიში, ჩონბურის პროვინციაში მდებარე ზოოპარკში ერთი თვის ჯუჯა ბეჰემოთი ბინადრობს. ზოოპარკის თანამშრომლებმა მისთვის სახელის შერჩევა გადაწყვიტეს და დახმარებისთვის მოქალაქეებს მიმართეს.

ზოოპარკის "ფეისბუქ-გვერდზე" გამოკითხვა მიმდინარეობს. მომხმარებლები ორი ვარიანტიდან ერთი ირჩევენ. პატარა ბეჰემოთის ან მუნ ტუნი, ან კაკი უნდა დაარქვან. ორივე სახელი ტაილანდში ორ ყველაზე პოპულარულ კერძს უკავშირდება. მუნ ტუნი ღორის მოთუშულ ხორცს ეწოდება, კაკი კი ღორის ფეხებს ნიშნავს.

ბეჰემოტის ახალ სახელს 28 დეკემბერს გამოავლენენ.

მანამდე კი ზოოპარკი სტუმრებს პატარა ცხოველის სანახავად ეპატიჟება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system