თავში

ტაილანდმა ესპანელი მსჯავრდებულის სასიკვდილო განაჩენი ძალაში დატოვა

​ტაილანდმა ესპანელი მსჯავრდებულის სასიკვდილო განაჩენი ძალაში დატოვა
ტაილანდმა ესპანელი მსჯავრდებულის სასიკვდილო განაჩენი ძალაში დატოვა

ტაილანდის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა მეგობრის მკვლელობაში ბრალდებული ესპანლი არტურ სეგარა პრინსეპის სასიკვდილო განაჩენი. ესპანეთის მოქალაქემ, 2016 წელს, ფულის გამოძალვის მიზნით, დაატყვევა, აწამა, შემდეგ კი მოკლა თანამოქალაქე დევიდ ბერნატი. არტურ სეგარა მსხვერპლს საკუთარ ანგარიშზე ფულის გადარიცხვას აიძულებდა. მკვლელობის შემდეგ მისი სხეული დაანაწევრა და ბანგკოკში, მდინარე ჩაუპხრაიაში გადაყარა. მკვლელი კამბოჯაში გაიქცა, თუმცა პოლიციამ ის დაიჭირა და ტაილანდში დააბრუნა, სადაც 2017 წელს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.

ტაილანდში სიკვდილით დასჯა იშვიათი შემთხვევაა და სეგარას შესაძლებობა აქვს შეწყალება ან სასჯელის ნაწილის ესპანეთში მოხდა ითხოვოს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system