თავში

ტაილანდში COVID-19-ის ვაქცინის მაიმუნებზე ტესტირება დაიწყეს

ტაილანდში COVID-19-ის ვაქცინის მაიმუნებზე ტესტირება დაიწყეს
ტაილანდში COVID-19-ის ვაქცინის მაიმუნებზე ტესტირება დაიწყეს

ტაილანდში ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ტესტირება, რომელიც თაგვებზე ჩატარებულ ცდებში ეფექტური აღმოჩნდა, დღეიდან მაიმუნებზე გამოცდიან. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ტაილანდის უმაღლესი განათლების, მეცნიერების, კვლევისა და ინოვაციების მინისტრმა, სუვიტ მაესინსემ განაცხადა, რომ მკვლევარებმა ვაქცინის ტესტირება მაიმუნებზე დაიწყეს და იმედოვნებენ, რომ სექტემბრამდე  მისი ეფექტურობის "უფრო ნათელ შედეგს" მიიღებენ.

”ეს პროექტი არა მხოლოდ ტაილანდელებისთვის, არამედ კაცობრიობისთვისაა. ჩვენ უნდა შევიმუშავოთ ვაქცინა და ამით შევუერთდეთ მსოფლიო საზოგადოების მუშა ძალას”,- განუცხადა მაესინსემ ჟურნალისტებს.

ვაქცინის შემუშავებაზე ქვეყნის ვაქცინების ეროვნული ინსტიტუტი, სამედიცინო მეცნიერების დეპარტამენტი და ჩულალონგკორნის უნივერსიტეტი ერთობლივად მუშაობენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system