თავში

ტაილანდში იშვიათი ვეშაპის ჩონჩხი აღმოაჩინეს - PHOTO

ტაილანდში იშვიათი ვეშაპის ჩონჩხი აღმოაჩინეს
ტაილანდში იშვიათი ვეშაპის ჩონჩხი აღმოაჩინეს - PHOTO

ტაილანდში, ბანგკოკის დასავლეთით, სანაპიროდან 12 კმ-ში კარგად შემონახული 3 000-5 000 წლის წინანდელი ვეშაპის ჩონჩხი აღმოაჩინეს. ამის შესახებ BBC წერს.

ექსპერტების თქმით, 12 მ სიგრძის ჩონჩხი ბრაიდის სახეობის ვეშაპია, მისი თავის სიგრძე 3 მეტრს შეადგენს.

"ეს ჩონჩხი მოგვაწვდით ინფორმაციას იმ დროს პალეობიოლოგიური და გეოლოგიური პირობების შესახებ, მათ შორის ზღვის დონის შეფასების, ნალექების ტიპების და იმ დროის თანამედროვე ბიოლოგიური თემების შესახებაც", - განაცხადეს ექსპერტებმა.

ტაილანდის გარემოს დაცვის მინისტრის მიერ გამოქვეყნებულ სურათებზე ჩანს, რომ ძვლები თითქმის მთლიანად ხელუხლებელია.

"აღმოჩენა მკვლევარებს საშუალებას მისცემს შეიტყონ მეტი კონკრეტული სახეობების შესახებ, არის თუ არა რაიმე განსხვავება დღევანდელ ბრაიდის ვეშაპებისა და ადრინდელს შორის", - განაცხადა მინისტრმა.

მკვლევართა თქმით, ბრაიდის ვეშაპები, რომლებიც მსოფლიოში თბილ ზომიერ და ტროპიკულ წყლებში ცხოვრობენ, დღესაც გვხვდება ტაილანდის წყლებში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system