თავში

ტაილანდში მამაკაცს სასტუმროს რეპუტაციის შელახვის გამო ორი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

ტაილანდში მამაკაცს სასტუმროს რეპუტაციის შელახვის გამო ორი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ტაილანდში მამაკაცს სასტუმროს რეპუტაციის შელახვის გამო ორი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

ტაილანდში ამერიკელ მამაკაცს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება მას შემდეგ, რაც მან სასტუმროს რეპუტაცია შელახა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სასტუმრო "Sea View Resort-ის" სტუმარმა მამაკაცმა, ვესლი ბარნსმა, რომელიც ტაილანდში მუშაობს, სხვადასხვა ონლაინ პლატფორმაზე რამდენიმე მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომლებიც კურორტს სავარაუდო "თანამედროვე მონობაში" ადანაშაულებს. თუმცა "Sea View Resort-ში" განაცხადეს, რომ ყოფილი სტუმრის მკაცრი კრიტიკა არ შეესაბამება სიმართლეს და ზიანს აყენებს სასტუმროს რეპუტაციას.

"სასტუმროს მეპატრონემ შეიტანა საჩივარი იმის შესახებ, რომ სტუმარმა სასტუმროს შესახებ უსამართლო მიმოხილვა გამოაქვეყნა TripAdvisor- ის ვებგვერდზე", - განაცხადა პოლიციამ.

სასტუმროს მამაკაცთან მშვიდობიანი ურთიერთობა სურდა და სთხოვა, რომ სასტუმროს მიმართ ცილისმწამებელი განცხადებები აღარ გაეკეთებინა, თუმცა მან თხოვნა არ გაითვალისწინა და სასტუმროს ადმინისტრაცია იძულებული გახდა, საჩივარი შეეტანა.

"ჩვენ ყველანაირად ვეცადეთ მასთან ურთიერთობას, რომ მშვიდობიანად მოგვეგვარებინა პრობლემა, თუმცა ყოფილმა სტუმარმა კვლავ განაგრძო სასტუმროს მიმართ უარყოფითი გამოხმაურებების გამოქვეყნება", - განაცხადა სასტუმრომ ადმინისტრაციამ.

სტუმარსა და სასტუმროს თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როდესაც მამაკაცმა საცურაო აუზის გადასახადის გადახდაზე უარი თქვა. სასტუმროს დატოვების შემდეგ ბარნსმა სასტუმროს ქონების რამდენიმე ნეგატიური დოკუმენტი გამოაქვეყნა. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system