თავში

ტაილანდში მასწავლებელმა საბავშვო ბაღის აღმზრდელები ტუალეტში ჩაკეტა - VIDEO

ტაილანდში მასწავლებელმა საბავშვო ბაღის აღმზრდელები ტუალეტში ჩაკეტა
ტაილანდში მასწავლებელმა საბავშვო ბაღის აღმზრდელები ტუალეტში ჩაკეტა - VIDEO

ტაილანდში მასწავლებელს, რომელმაც საბავშვო ბაღის აღმზრდელს სცემა, მშობლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ Daily Mail წერს.

30 წლის მასწავლებელი საბავშვო ბაღში ფარულად დამონტაჟებულმა კამერებმა დააფიქსირა, თუ როგორ საყვედურობს და სცემს 3 წლის გოგონას. კამერებმა ასევე დააფიქსირა, რომ აღმზრდელი ბავშვებს ტუალეტში კეტავდა.

საზარელი შემთხვევის შემდეგ, მშობლებს, საბავშვო ბაღის მასწავლებლებსა და ადმინისტრაციას შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც მასწავლებელმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. დაზარალებული გოგონას მშობლები მასწავლებელს თავს დაესხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ, ხოლო დანარჩენი მშობლები მათ დამშვიდებას ცდილობდნენ.

ბავშვის მშობლებმა და ბაღის ადმინისტრაციამ შემთხვევის შესახებ პოლიციას შეატყობინეს. როგორც ცნობილია, მასწავლებელი ამ დრომდე არ დაუკავებიათ და ის სასამართლო პროცესის გამართვას ელოდება.

საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ მასწავლებელმა ბავშვების მიმართ გადამეტებული ძალა გამოიყენა, ამიტომ ყველა ბავშვი ფსიქოლოგის კონსულტაციას გაივლის. თუ აღმოჩნდა, რომ რომელიმე ბავშვს ფსიქიკური პრობლემები აქვს, სასამართლო მასწავლებელს ბრალს დაუმძიმებს.

გამომძიებლებმა ასევე აღნიშნეს, რომ კონკრეტული პიროვნება მასწავლებლის ყალბი ლიცენზიით სარგებლობდა. მათი თქმით, ეს ფაქტი კიდევ უფრო ამძიმებს მის დანაშაულს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system