თავში

ტაილანდში მეფის შეურაცხყოფისთვის ქალს 43 წელი მიუსაჯეს

ტაილანდში მეფის შეურაცხყოფისთვის ქალს 43 წელი მიუსაჯეს
ტაილანდში  მეფის შეურაცხყოფისთვის  ქალს 43 წელი მიუსაჯეს

ტაილანდში პენსიონერ ქალს "მისი უდიდებულესობის" შეურაცხყოფისთვის 43 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ამის მიზეზი სოციალურ ქსელში, Facebook-სა და YouTube-ში გავრცელებული აუდიოკლიპები გახდა, სადაც ქალი კომენტარებში მონარქიას აკრიტიკებდა.

ბანგკოკის სასამართლომ ქალი, რომელსაც ანჩანის სახელით მოიხსენიებენ, 29 პუნქტით დამნაშავედ ცნო. პროცესი 6 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. თავიდან ქალისთვის 87 წლიანი პატიმრობის დადგენა სურდათ, თუმცა, დანაშაულის აღიარების შემდეგ მას სასჯელი გაუნახევრეს.

ანჩანი საჯარო სამსახურში 40 წელი მსახურობდა და პენსიაში გასვლამდე ერთი წლით ადრე დააკავეს. პატიმრობის განაჩენის გამოტანის შემდეგ მას პენსიაც გაუუქმდება.

ანჩანს განაჩენი ტაილანდში გააქტიურებული ანტიმონარქიული გამოსვლების ფონზე გამოუტანეს. მოსახლეობა მიიჩნევს, რომ მონარქია უდიდეს ძალაუფლებას ფლობს და მისი რეფორმირებაა საჭირო. მიუხედავად საპროტესტო გამოსვლების, მონარქიის წინააღმდეგ რეალურ კრიტიკას, ანჩანის შემთხვევამდე ადგილი არც ჰქონია.

ტაილანდში "მისი უდიდებულესობის", ანუ მონარქიის შეურაცხყოფა უდიდეს დანაშაულად ითვლება და კანონით სასტიკად ისჯება. 2016 წელს, მამის სიკვდილის შემდეგ სამეფო ტახტზე მაჰა ვაჩირალონგკორნი ავიდა. მან განაცხადა, რომ არ სურდა ამ კანონის გამოყენება და მისი შემსუბუქების მომხრე იყო, თუმცა, გაზრდილი საპროტესტო გამოსვლების ფონზე ქვეყნის პრემიერმა კანონის ამოქმედების გადაწყვეტილება მიიღო.

"მისი უდიდებულესობის" შეურაცხყოფის წინააღმდეგ კანონი, ანუ 112-ე მუხლი ტაილანდში ძალიან ცნობილია. ის ადამიანს სოციალურ ქსელში რაიმე კრიტიკული მოსაზრების მოწონების, ან გაზიარების შემთხვევაშიც კი შეიძლება წაუყენონ.

ბოლო 15 წლის განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკური მღელვარების ფონზე, პირადი შურისძიებისა და მოწინააღმდეგეების გასანადგურებლად, ტაილანდში ეს კანონი არა ერთხელ გამოუყენებიათ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system