თავში

ტაილანდში პრემიერის რეზიდენციასთან შეტაკებისას 33 პირი დაშავდა

ტაილანდში პრემიერის რეზიდენციასთან შეტაკებისას 33 პირი დაშავდა
ტაილანდში პრემიერის რეზიდენციასთან შეტაკებისას 33 პირი დაშავდა

ტაილანდში სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციაზე 33 ადამიანი დაშავდა. მათ შორის 23 პოლიციელი და 10 აქციის მონაწილეა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი პოლიციელი, გულის შეტევის შედეგად, კლინიკაში მიყვანისას გარდაიცავალა.

სამართალდამცავებმა აქციის 22 მონაწილე დააკავეს. მათ საგანგებო მდგომარეობისა და კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონების დარღვევას და დარბევას წაუყენებენ ბრალად.

დაპირისპირება პრემიერის რეზიდენციასთან პრაიუტა ჩან-ოჩის მოხდა.

ტაილანდში საპროტესტო აქცია გამარჯვების მონუმენტთან დაიწყო. აქციის მონაწილეები პრემიერ- მინისტრის რეზიდენციისკენ დაიძრნენ, რომელიც მათ მანამდე მავთულხლართებით შემოსაზღვრეს. აქტივისტები პრემიერი გადადგომას, საკონსტიტუციო ცვლილებებსა და მონარქიის რეფორმირებას ითხოვენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system