თავში

ტაილანდში წვრთნებამდე აშშ-ის სამხედროები 14-დღიან კარანტინს გაივლიან

ტაილანდში წვრთნებამდე აშშ-ის სამხედროები 14-დღიან კარანტინს გაივლიან
ტაილანდში წვრთნებამდე აშშ-ის სამხედროები 14-დღიან კარანტინს გაივლიან

ტაილანდში, 18-დან 30 აგვისტოს ჩათვლით, ტაილანდი-ამერიკის ერთობლივი სამხედრო წვრთნები გაიმართება. სწავლებაში, ტაილანდელ სამხედროებთან ერთად, მონაწილეობას 106 ამერიკელი ჯარისკაცი მიიღებს.

კორონავირუსის პანდემიის ფონზე წლევანდელ წვრთნებს ტაილანდში სკეპტიკურად უყურებენ.

ტაილანდის არმიის კორონავირუსთან ბრძოლის განყოფილების ხელმძღვანელის ნათან სრისავატის განცხადებით, ამერიკელი სამხედროები, ისევე როგორც ქვეყანაში შემსვლელი უცხო ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე, 14 დრიან კარანტინს გაივლიან. მათ ასევე ორ-ორი ტესტი ჩაუტარდებათ და, შესაბამისად, ვირუსის გავრცელების საფრთხე მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.

დღეს ტაილანდში წყნარი ოკეანის გუამის სამხედრო ბაზიდან 70 ამერიკელი სამხედრო უკვე ჩავიდა. ერთობლივი წვრთნების დაწყებამდე ისინი 14 დღიან კარანტინს გაივლიან. სამხედროების დანარჩენი ნაწილი იაპონიიდან ხვალ ჩავა.

ტაილანდმა ქვეყნის გარეთ ერთობლივ სამხედრო წვრთნებში ჯარისკაცების მონაწილეობა ცოტა ხნის წინ შეაჩერა, რადგან, ჰავაიზე წვრთნების შემდეგ ქვეყანაში დაბრუნებულ 9 სამხედროს კორონავირუსი აღმოაჩნდა.

ტაილანდი პანდემიასთან ბრძოლის მკაცრს რეგულაციებს იცავს. ქვეყანაში კორონავირუსი მხოლოდ 3300 შემთხვევა დადასტურდა და ბოლო 2 თვის განმავლობაში შიდა გადაცემის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system