თავში

ტაილანდში საბორნე ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ტაილანდში საბორნე ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ტაილანდში საბორნე ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ტაილანდში, კო სამუის კუნძულზე საბორნე ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ინციდენტი ძლიერმა ქარმა გამოიწვია, რამაც დიდი ტალღები წარმოქმნა. ცნობილია, რომ ბორტზე ეკიპაჟის 12 წევრი და 4 მგზავრი იმყოფებოდა, აქედან ორი დაიღუპა, 11 გადარჩა. სამ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ, თუმცა, ამინდის გაუარესებისა და ძლიერი წვიმის გამო სამძებრო-სამუშაოები რთულდება.

ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, შესაძლო უხვი ნალექისა და ძლიერი წვიმის გამო სიფრთხილე გამოიჩინონ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system