თავში

თაიმს სქვერზე ახალი წლის აღნიშვნას მხოლოდ აცრილები შეძლებენ

​თაიმს სქვერზე ახალი წლის აღნიშვნას მხოლოდ აცრილები შეძლებენ
თაიმს სქვერზე ახალი წლის აღნიშვნას მხოლოდ აცრილები შეძლებენ

თაიმს სქვერზე ახალი წლის აღნიშვნა მხოლოდ ვაქცინირებულ პირებს შეეძლებათ. ამის შესახებ ნიუ-იორკის მერმა, ბილ დე ბლაზიომ განაცხადა. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

მერის თქმით, მათ, ვისაც სურს, ახალ წელს მანჰეტენის ცენტრალურ მოედანზე შეხვდეს, ვაქცინაციის მოწმობის ჩვენება მოუწევთ, ხოლო ისინი, ვინც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ იცრებიან, ვალდებული იქნებიან, კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხი წარადგინონ.

ტესტი ღონისძიების დაწყებამდე არაუგვიანეს 72 საათით ადრე უნდა იყოს გაკეთებული. დამსწრეებს პირბადეები უნდა ეკეთოთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system