თავში

ტაივანელი მამაკაცი კარანტინის დარღვევისთვის 35 000 დოლარით დააჯარიმეს

​ტაივანელი მამაკაცი კარანტინის დარღვევისთვის 35 000 დოლარით დააჯარიმეს
ტაივანელი მამაკაცი კარანტინის დარღვევისთვის 35 000 დოლარით დააჯარიმეს

ტაივანში, სადაც კორონავირუსის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი რეგულაციები მოქმედებს, კარანტინის დარღვევის გამო, მამაკაცი უზარმაზარი თანხით დააჯარიმეს. ჩინეთში მივლინებიდან დაბრუნებული მამაკაცი, რომლის ვინაობა არ ხმაურდება, კარანტინს ქალაქ ტაიჩჟუნში, საკუთარ ბინაში ატარებდა. ტაივანში 14 დღიანი კარანტინი მოქმედებს. ამ ხნის განმავლობაში მამაკაცმა რეგულაცია მინიმუმ 7-ჯერ დაარღვია. იგი მაღაზიაში საყიდლებზე დადიოდა, მანქანა შეაკეთა და კიდევ სხვა რამდენიმე საქმეს მიხედა.

ქალაქის მერმა ეს ფაქტი როგორ სერიოზული დარღვევა ისე შეაფასა და განაცხადა, რომ რეგულაციების დამრღვევი სერიოზულად უნდა დაისაჯოს.

კარანტინის დარღვევისთვის ჯარიმა ტაივანში ყველაზე მაღალია. დაუმორჩილებელ მამაკაცს, ჯარიმის გარდა, დღეში დამატებით 107 დოლარის, კარანტინის გადასახადის დაფარვა ევალება. ტაივანის ხელისუფლება კარანტინში მყოფ პირებს 35 დოლარის სახით კომპენსაციას უხდის, თუმცა მამაკაცმა ამ თანხის მიღების უფლება დაკარგა.

ტაივანი ერთ-ერთია იმ მცირე ქვეყანათა შორის, რომელიც წარმატებით ებრძვის კორონავირუსს. მან დროულად ჩაკეტა საზღვრები, შემოიღო კონტაქტების სწრაფად გამოვლენის სისტემა, დააწესა მკაცრი რეგულაციები, მაღალი ჯარიმები და ამ გზით შეძლო პანდემიის მართვა. 23 მილიონიან კუნძულოვან სახელმწიფოში ინფექციის გავრცელების მხოლოდ 889 და გარდაცვალების 7 შემთხვევა დაფიქსირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system