თავში

ტაივანელმა მამაკაცმა შვებულების მისაღებად ოთხჯერ იქორწინა

ტაივანელმა მამაკაცმა შვებულების მისაღებად ოთხჯერ იქორწინა
ტაივანელმა მამაკაცმა შვებულების მისაღებად ოთხჯერ იქორწინა
© odditycentral.com

ტაივანელმა მამაკაცმა, რომელიც ადგილობრივი ბანკის თანამშრომელია, რომანტიკული თავგადასავლის მოწყობა გადაწყვიტა. ადგილობრივი კანონის თანახმად, პირს, რომელიც დაქორწინებას აპირებს, უფლება აქვს, მიიღოს რვადღიანი ანაზღაურებადი შვებულება, მაგრამ რვა დღე მამაკაცისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ Oddity Central ავრცელებს.

მამაკაცმა თავისი გულის სწორი იპოვა და გოგონას დაქორწინება შესთავაზა. დაქორწინებისა და ნანატრი შვებულების მიღების შემდეგ, მეოცნებე ანაზღაურებადი შვებულების ბოლო დღეს ცოლს გაშორდა, ხოლო მეორე დღეს კვლავ წაიყვანა იგი დასაქორწინებლად და დამატებითი დასვენების დღეებიც მიიღო.

შედეგად, წყვილმა 37 დღის განმავლობაში ოთხჯერ შეძლო ერთი და იმავე სქემის გამოყენება. მამაკაცმა 32-დღიანი ანაზღაურებადი შვებულება მიიღო. როდესაც მამაკაცმა მეოთხედ მოითხოვა ანაზღაურებადი შვებულების მიღება, კომპანიამ მას უარი განუცხადა.

ამის შემდეგ ტაივანელმა მამაკაცმა შრომის ბიუროს საჩივარი წარუდგინა, კომპანია კანონის დარღვევაში დაადანაშაულეს და მას 20 ათასი ტაივანური ფულის ოდენობის ჯარიმა დააკისრეს. კომპანიამ შრომით ბიუროს განუცხადა, რომ დასაქმებულმა შვებულება განზრახ გამოიყენა და თავად დაარღვია შვებულების წესები.

ყველაზე უცნაური კი ისააა, რომ კომპანია ვერაფერს გახდა. შრომის სამსახურმა დაადასტურა, მიუხედავად იმისა, რომ დასაქმებულის ქცევა არ იყო ეთიკური, ის კანონს არ არღვევდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system