თავში

ტაივანის პარლამენტში დეპუტატებმა ერთმანეთს ღორის ნაწლავები ესროლეს - VIDEO

ტაივანის პარლამენტში დეპუტატებმა ერთმანეთს ღორის ნაწლავები ესროლეს
ტაივანის პარლამენტში დეპუტატებმა ერთმანეთს ღორის ნაწლავები ესროლეს - VIDEO

ტაივანის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს აშშ-დან ღორის ხორცის იმპორტის შემსუბუქების საკითხზე მწვავედ დაუპირისპირდნენ, რის გამოც ოპოზიციის წევრებმა მმართველ გუნდს ღორის ნაწლავები ესროლეს. ამის შესახებ NDTV წერს.

მათი თქმით, მთავრობის ბოლოდროინდელმა გადაწყვეტილებამ, ნებადართულიყო აშშ-დან ღორის ხორცის იმპორტი, რომელიც შეიცავს რაქტოპამინის დანამატს, დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. მისი გამოყენება აკრძალულია ჩინეთსა და ევროკავშირში, რადგან ჯანმრთელობისთვის საშიშროებაა.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ტაივანის პრემიერ-მინისტრი სუ ცენგ-ჩენი ტრიბუნასთან დადგა და შეკითხვებისთვის უნდა მოესმინა, სწორედ ამ დროს ოპოზიციის წევრებმა მას ღორის ნაწლავები ესროლეს და ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ვაშინგტონი ტაივანის პრეზიდენტის ცაი ინ-ვენის აგვისტოს გადაწყვეტილებას მიესალმება, რომელიც 1 იანვრიდან აშშ-დან ღორის ხორცის იმპორტიის შემსუბუქებას გულისხმობს, თუმცა ამ ნაბიჯმა ოპოზიციის წინააღმდეგობა გამოიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system