
ტაივანის სანაპიროსთან ზღვაში 5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Xinhua ჩინეთის სეისმოლოგიური ქსელების ცენტრზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:50 საათზე, 13 კმ სიღრმეზე დაფიქსირდა.
ამ დროისათვის მსხვერპლის, ზარალის ან მოსალოდნელი ცუნამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.