თავში

ტაჯ-მაჰალი ვიზიტორებისთვის კვლავ გაიხსნება

ტაჯ-მაჰალი ვიზიტორებისთვის კვლავ გაიხსნება
ტაჯ-მაჰალი ვიზიტორებისთვის კვლავ გაიხსნება

ინდოეთში მე-17 საუკუნის მავზოლეუმი, ჯატ-მაჰალი ვიზიტორებისათვის ორშაბათიდან გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ტაჯ-მაჰალი კორონავირუსის ეპიდემიის გამო მარტის შუა რიცხვებში დაიხურა.

ქალაქ აგრაში მდებარე მავზოლეუმის მონახულების უფლება დღეში მხოლოდ 5 000 ადამიანს ექნება. ამასთან, მათ უსაფრთხოების წესების დაცვაა მოუწევთ, მათ შორის სავალდებულო იქნება პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის  24,850 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ინფიცირებულთა რაოდენობა ჯამში 673,165-ს შეადგენს, გარდაცვლილია 19,289 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system