თავში

ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე დაპირისპირება მოხდა

​ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე დაპირისპირება მოხდა
ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე დაპირისპირება მოხდა
© Kabar

ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ტაჯიკეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი ყირგიზეთის შეიარაღებულ ძალებს წყალგამანაწილებელ პუნქტთან მესაზღვრეებისთვის ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

ტაჯიკეთში აცხადებენ, ბოლო დღეების განმავლობაში ყირგიზული მხარე, ორმხრივი შეთანხმების პირობებს ხშირად არღვევდა და გოლოვნის წყალგამანაწილებელი პუნქტის მიტაცებას გეგმავდა.

ტაჯიკური მხარე კონფლიქტის გაღვივებაში ბრალს ყირგიზეთს სდებს და აცხადებს, რომ დაპირისპირების შედეგად ტაჯიკეთის შვიდი მოქალაქე დაშავდა.

ყირგიზეთმა კი ტაჯიკური მხარე კონფლიქტის პროვოცირებაში დაადანაშაულა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მეზობელი რესპუბლიკის სამხედროები საზღვარზე ნაღმტყორცნებს აყენებენ.

”ტაჯიკურმა მხარემ განზრახ გამოიწვია კონფლიქტი ყირგიზეთ-ტაჯიკის სახელმწიფო საზღვარზე და განაგრძობს სიტუაციის გამწვავებას. მხარეების სამხედრო ნაწილებს შორის სროლა დაიწყო. წინასწარი მონაცემებით, ტაჯიკური მხარე საზღვარზე ნაღმტყორცნებს აყენებეს”, - ნათქვამია ყირგიზეთის სასაზღვრი სამსახურის განცხადებაში.

ყირგიზეთის ცნობით, შეტაკების დროს ორი ადამიანი დაიჭრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system