ავღანეთის საზღვრების 90%-ს რადიკალური მოძრაობა "თალიბანის" წევრები აკონტროლებენ. ამის შესახებ დაჯგუფების წარმომადგენელმა, ზაბიულა მუჯაჰედმა განაცხადა.
"ავღანეთისა და ტაჯიკეთის, უზბეკეთის, თურქმენეთის, ირანისა და საზღვრების 90% ჩვენი კონტროლის ქვეშაა", - განაცხადა მან.
მუჯაჰედის თქმით, ქაბული ავღანეთ-უზბეკეთის საზღვარს ქალდარის პროვინციაში აკონტროლებს.