თავში

"თალიბანი" რამადან-ბაირამობის დღეებში ცეცხლს შეწყვეტს

"თალიბანი" რამადან-ბაირამობის დღეებში ცეცხლს შეწყვეტს

"თალიბანის" მოძრაობა რამადან-ბაირამის დღესასწაულის საპატივცემულოდ სამი დღის განმავლობაში ცეცხლს წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

"არ განახორციელოთ რაიმე შეურაცხმყოფელი ოპერაცია მტრის წინააღმდეგ. თუ მტერი თავად გადმოვა შეტევაზე თავი დაიცავით", - ნათქვამია მოძრაობა "თალიბანის" წარმომადგენლის, ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდის განცხადებაში. ის ასევე აღნიშნავს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ დღესასწაულის დღეებში იმოქმედებს.

ავღანეთი მთავრობაწას აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიდის განმავლობაში, "თალიბანის" მიერ თავდასხმები, კორონავირუსის ეპიდემიის მიუხედავად, განსაკუთრებით გახშირებულია.

12 მაისს ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს ტერორისტებზე შეტევისკენ მოუწოდა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რადიკალური მოძრაობა "თალიბანი" უარყოფს ავღანეთის ხელისუფლების განმეორებით მოწოდებებს ძალადობის შემცირებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system