თავში

"თალიბანმა" ავღანელ ქალებს სახლში დარჩენა უბრძანა

​"თალიბანმა" ავღანელ ქალებს სახლში დარჩენა უბრძანა
თალიბანმა ავღანელ ქალებს სახლში დარჩენა უბრძანა

რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი" ავღანელ ქალებს სახლში დარჩენა უბრძანა. მისი წარმომადგენლის, ზაბიჰულა მოჯაჰედის განცხადებით, შესაძლოა, თალიბები "ცუდად მოიქცნენ", ამიტომ ქალები გარეთ არ უნდა გადიოდნენ, მათ შორის სამსახურში. ამის შესახებ New York Times წერს.

თალიბების განცხადებით, ასეთი შეზღუდვა დროებითია, სანამ ქალების უსაფრთხოება გარანტირებული არ იქნება.

"ჩვენ ვშიშობთ, რომ ჩვენი მეომრები ჯერ დატრენინგებულები არ არიან და შესაძლოა, ქალებს ცუდად მოექცნენ. ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენმა ძალებმა ქალებს რაიმე ავნონ ან დევნის ობიექტები გახდნენ", - განაცხადა მოჯაჰედმა.

მისი თქმით, ქალები ხელფასს სახლში მიიღებენ.

მანამდე, თალიბანის კულტურულ საკითხებში კომიტეტის მოადგილემ, აჰმადულა ვასექამ განაცხადა, რომ "მომუშავე ქალებს პრობლემები არ ექნებათ, სანამ ისინი ჰიჯაბს ატარებენ".

მიუხედავად იმისა, რომ ავღანეთში ხელისუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ თალიბები ქალების უფლებების დაცვას დაჰპირდნენ, თავად მოსახლეობა შიშობს, რომ ისინი უკიდურესად შეიზღუდება, ვინაიდან, 2001 წლამდე, როდესაც ქვეყანას თალიბები მართავდნენ, ავღანეთში ისლამური შარიათის რეჟიმი დამკვირდა. მაშინ საუკუნეების ნორმები მოქმედებდა, დაითხოვეს პარლამენტი, იმართებოდა მასობრივი ეგზეკუციები, აკრძალული იყო კინო და ტელევიზია. 12 წლის შემდეგ ქალებს სწავლა და მუშაობა ეკრძალებოდა. მაშინაც თალიბები ამბობდნენ, რომ ეს ყველაფერი დროებითია და ქალების უფლებებს უსაფრთხოების გაუმჯობესების შემდეგ დაიცავდნენ, თუმცა ეს მომენტი არასოდეს დამდგარა.

17 აგვისტოს თალიბებმა მრავალშვილიანი დედა წამებით მოკლეს.

რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი" ავღანეთის დედაქალაქი ქაბული 15 აგვისტოს აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, შტაბის უფროსთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ერთად, ქვეყანა დატოვა. ღანის თქმით, მან ქვეყანა ქაბულში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად დატოვა.

ავღანეთი "თალიბანმა" ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა.

დედაქალაქ ქაბულის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე დიდი რაოდენობით ხალხი შეიჭრა. ისინი ქვეყნის დატოვებას ცდილობდნენ. ადამიანები აეროპორტის ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system