თავში

თალიბანმა თავის წევრებს სელფი და მოდური ტანსაცმელი აუკრძალა

​თალიბანმა თავის წევრებს სელფი და მოდური ტანსაცმელი აუკრძალა
თალიბანმა თავის წევრებს სელფი და მოდური ტანსაცმელი აუკრძალა

რადიკალური მოძრაობა "თალიბანის" მებრძოლებმა სელფის გადაღება და ფოტოების სოციალურ ქსელებში გავრცელება, ასევე ტანსაცმელში ისლამური ტრადიციების დარღვევა უნდა შეწყვიტონ. ამის შესახებ The Wall Street Journal თალიბების თავდაცვის მინისტრზე დაყრდნობით წერს.

"ფოკუსირება მოახდინეთ ამოცანებზე, რომლებიც თქვენს წინაშე დგას. თქვენ ჩვენს სტატუსს აზარალებთ, რომელიც ჩვენი მოწამეების სისხლით არის მიღწეული", - განაცხადა მან.

ამასთან, მინისტრმა მებრძოლებს უბრძანა, მეტი ყურადღება გარეგნობას დაუთმონ და ისლამური წესების შესაბამისად უნდა ჩაიცვან. მამაკაცებს მოდური ტანსაცმელი (კერძოდ, თეთრი სპორტული ფეხსაცმელი), გრძელი თმები და მზის სარკისებრი სათვალე აეკრძალათ.

მანამდე რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი", რომელმაც ავღანეთში ხელისუფლება ჩაიგდო ხელში, მამაკაცებს წვერის გაპარსვა და ბარბერ-შოპებში ვიზიტები აუკრძალა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ავღანეთში მძიმე დანაშაულისთვის სასჯელი გამკაცრდება და ქურდობაში ბრალდებულებისთვის ხელის მოკვეთის წესი აღდგება.

ცნობისთვის, რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი" ავღანეთის დედაქალაქი ქაბული 15 აგვისტოს აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, შტაბის უფროსთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ერთად, ქვეყანა დატოვა. ღანის თქმით, მან ქვეყანა ქაბულში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად დატოვა.

ავღანეთი "თალიბანმა" ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system