თავში

თალიბები აცხადებენ, რომ ავღანეთის წინა ხელისუფლებასთან შეხვედრა სურთ

​თალიბები აცხადებენ, რომ ავღანეთის წინა ხელისუფლებასთან შეხვედრა სურთ
თალიბები აცხადებენ, რომ ავღანეთის წინა ხელისუფლებასთან შეხვედრა სურთ

რადიკალური მოძრაობა "თალიბანის" ლიდერებს 48 საათის განმავლობაში ავღანეთის წინა მთავრობის მაღალჩინოსნებთან შეხვედრა სურთ. ამის შესახებ მათ წარმომადგენელზე დაყრდნობით სააგენტო Reuters იუწყება.

ისლამისტები აცხადებენ, რომ ღიად იმოქმედებენ და ჩრდილში არ დარჩებიან.

ამასთან, მათი თქმით, მოძრაობის წევრებს უბრძანეს, ქაბულის აღება არ ეზეიმათ.

ცნობისთვის, რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი" ავღანეთის დედაქალაქი ქაბული 15 აგვისტოს აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, შტაბის უფროსთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ერთად, ქვეყანა დატოვა. ღანის თქმით, მან ქვეყანა ქაბულში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად დატოვა.

ცოტა ხნის წინ ავღანეთში, დედაქალაქ ქაბულის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე დიდი რაოდენობით ხალხი შეიჭრა. აშშ-ის სამხედროებმა, რომლებიც ქვეყნიდან სამოქალაქო პირების ევაკუაციის დროს წესრიგს უზრუნველყოფდნენ, ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა მოახდინეს.

ავღანეთში, ქაბულის აეროპორტში სროლის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა.

ქაბულის საერთაშორისო აეროპორტმა სამოქალაქო ფრენები შეაჩერა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system