თავში

თალიბები რუსეთის გეგმებს მიესალმებიან

​თალიბები რუსეთის გეგმებს მიესალმებიან
თალიბები რუსეთის გეგმებს მიესალმებიან

რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი", რომელმაც ავღანეთის ხელისუფლება ჩაიგდო ხელთ, აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას მოძრაობის ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოღების შესახებ მიესალმება. ამის შესახებ ავღანური საგარეო უწყების პრესმდივანმა, აბდულ ყაჰარ ბალჰიმ -განაცხადა.

"ვინაიდან ომი სრულდება, მსოფლიოს ქვეყნებმა ავღანეთისადმი მიდგომაში პოზიტიური ცვლილებები უნდა განახორციელონ. ჩვენ ორმხრივ პრინციპზე საერთაშორისო საზოგადოებასთან კარგი ურთიერთობებისკენ ვისწრაფვით", - განაცხადა რადიკალების წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, 21 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რუსეთმა "თალიბანი", შესაძლოა, ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღოს და მოსკოვის პოზიცია "სწორედ ამ მიმართულებით მოძრაობაში გამოიხატება".

რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი" ავღანეთის დედაქალაქი ქაბული 15 აგვისტოს აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, შტაბის უფროსთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ერთად, ქვეყანა დატოვა. ღანის თქმით, მან ქვეყანა ქაბულში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად დატოვა.

ავღანეთი "თალიბანმა" ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system